top_leaderboard
left_sabechdi

“სიენენი”: აშშ-მა ირანის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა, რაც შესაძლოა, ისრაელზე დარტყმების სამზადისის ნიშანი იყოს

აშშ-მა ირანის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დააფიქსირა, რაც შესაძლოა, ისრაელზე დარტყმების სამზადისის ნიშანი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საუბარია უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთოსანი რაკეტების გადატანაზე, რაც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ ირანი საკუთარი ტერიტორიიდან ისრაელზე დარტყმებისთვის ემზადება.

„სიენენის“ ცნობით, ირანს არ სურს, ჩათრეული იყოს ისრაელთან და აშშ-თან კონფრონტაციაში და ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ თეირანმა ისრაელზე პირველი დარტყმებისთვის საკუთარი მარიონეტები გამოიყენოს.

როგორც ცნობილია, ისრაელი და აშშ ემზადებიან ირანის მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმებისთვის, რაც პირველ აპრილს სირიის დედაქალაქში მდებარე ირანის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ არის მოსალოდნელი. ამ დარტყმას ირანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

ასევე იხილეთ