leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა დაიცვა თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, როგორც შეინარჩუნო შენი საყრდენები თუ სხვას მიანდო შენი ბედი

“1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორს შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ისტორია მეორდება. მისი თქმით, მანამდეც და მერეც, საქართველო მრავალჯერ მდგარა დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

„1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი. მანამდეც და მერეც, მრავალჯერ ვმდგარვართ ამ დიდი გამოცდის წინაშე, თვითმყოფადობის და თავისუფლების დასაცავად.

ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელ დღე.

ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს, ხან რა იყო გადასარჩენი, ხან რა. ზოგჯერ ენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავისუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე.

დღეს დედაენის დღეა. ქართველებისთვის წმინდა საფიცარის დღე. უძველესი ქართული ენა, ცურტაველის, რუსთაველის, ილიას და გალაკტიონის ენა. ამ ენაშია განფენილი ჩვენი არსი, სულიერება და ცხოვრების წესი.

წყალნი წავლენ, ქართული ენა და ჩვენი ისტორია კი გაგრძელდება, მებრძოლი და თავისუფალი ერის ისტორია,“ – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ