top_leaderboard

ისრაელის მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი” ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის მოსალოდნელ საფრთხეებს გაუმკლავდეს.

„ბოლო წლებისა და განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის მოქალაქეები, ისრაელი ემზადებოდა ირანიდან შესაძლო პირდაპირი თავდასხმისთვის. ჩვენი თავდაცვის სისტემები განლაგებულია და მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვისთვის, ასევე შეტევისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია, ისრაელის საზოგადოება ძლიერია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე იხილეთ