leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისრაელის თავდაცვით ძალებში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა დაიწყო

ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმა დაიწყო.

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

მათი თქმით,  ისინი ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.

ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

 

 

 

 

 

ასევე იხილეთ