top_leaderboard
left_sabechdi

ისრაელის საჰაერო სივრცე იხურება

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის ფონზე, ისრაელის საჰაერო სივრცე იხურება. როგორც ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, ისრაელის საჰაერო სივრცე 12:30 საათიდან დაიხურება. უწყება არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ როდის განახლდება ფრენები.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ