მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა, ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია ავრცელებს.
„ათობით უპილოტო თვითმფრინავი დაფიქსირდა, რომლებიც დაფრინავდნენ ირანიდან ისრაელის მიმართულებით ერაყის საჰაერო სივრცის თავზე“, – განუცხადა „როიტერს” ერაყის უსაფრთხოების სამსახურიდან ორმა წყარომ.
ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო
„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.
ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.