ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება. ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინისებრი. აშშ დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.