top_leaderboard

დანიელ ჰაგარი: ირანიდან გაშვებული ათობით უპილოტო საფრენი აპარატის ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ  ისრაელის საჰაერო ძალები დრონებს თვალყურს ადევნებენ და მათ საჰაერო სივრცემდე საფრენი აპარატების მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ თუ გახდება ცნობილი, ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, დღეს ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.

ასევე იხილეთ