top_leaderboard
left_sabechdi

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.

ასევე იხილეთ