top_leaderboard
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ყველაზე არაგამჭვირვალე ადამიანები დგანან გამჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში

„ეს ადამიანები განაგრძობენ დაფინანსების მიღებას რუსეთისგან და ეს მათ დისკომფორტს სულაც არ უქმნით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

„რის გამო და რის საფუძველზე ხდება ეს დაფინანსება, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ გაესაჯაროებინათ მათ, მაგრამ ამას ისინი არ აკეთებდნენ, როგორც ჩანს მაშინაც დასამალი ჰქონდათ. ახლა ეს ადამიანები დგანან გამჭვირვალეობის საწინააღმდეგო ავანგარდში. როდესაც ყველაზე არაგამჭვირვალე ადამიანები საუბრობენ მსგავს საკითხებზე, ეს კიდევ უფრო ღიას ხდის საზოგადოებისთვის იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც მათ გააჩნიათ და რაც ნამდვილად არ არის კეთილსინდისიერი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.

ასევე იხილეთ