top_leaderboard
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: სწორედ ის ადამიანები ცდილობენ, რომ თავბრუ დაახვიონ ჩვენს საზოგადოებას, რომლებიც ჯერ კიდევ სრულად რუსეთზე არიან მიბმულები

ხოშტარიების ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ „ქრონიკის“ ინფორმაციას, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ისინი მხოლოდ თანხას არ იღებენ ოკუპანტი სახელმწიფოსგან, არამედ იღებენ შესაბამის ინსტრუქციებსაც.

„ცდილობენ, რომ თავბრუ დაახვიონ ჩვენს საზოგადოებას, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ სრულად რუსეთზე არიან მიბმულები და არა მარტო ფინანსდებიან, ვფიქრობ, ინსტრუქციებსაც იღებენ და ისე მოქმედებენ. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ქმედებები რასაც ისინი ახორციელებენ და რაც ბოლო წლებში მათი მხრიდან ვნახეთ საქართველოში“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა.

ასევე იხილეთ