leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ისევ და ისევ, ასე მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ

„მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ევროკავშირთან იყოს შეუთავსებელი.

„არცერთი არგუმენტი არ არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება განვიხილოთ გამჭვირვალობის საკითხი და რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ევროკავშირთან შეუთავსებელი. ისევ და ისევ, ასე მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ