leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის

„რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონ-პროექტი რუსული კანონისგან დიამეტრულად განსხვავდება.

„თუ მართლა აინტერესებთ ქვეყნის ინტერესი, ქვეყნის ევროპული მომავალი, მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად განიხილონ და იქ გამოჩნდება, რა არის სინამდვილე. არის ის რუსული კანონი, თუ იქნებ ავსტრალიური კანონია? იქნებ ძალიან ჩამოჰგავს ფარას, რომელიც ბევრად მკაცრია და რუსული კანონისგან ხომ საერთოდ დიამეტრულად განსხვავდება, რადგან რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვებია და აკრძალვები, რომელთა ნასახიც ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის. ერთჯერადად დეკლარირების წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს ორგანიზაცია თავის შემოსავლების?!“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ