leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირანის პრეზიდენტი: ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება

“ირანის ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება”, –  ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმაც  მსგავსი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების“ გაგრძელებას, მაგრამ უყოყმანოდ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“.

ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ირანი მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას.

 

 

 

ასევე იხილეთ