leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯონ კირბი ისრაელზე: ეს იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად

“აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე უნდა გადაიზარდოს უფრო ფართო ომში”, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„პრეზიდენტს არ სჯერა, რომ ეს ამ მიმართულებით წავა. ის, რაც ისრაელმა გუშინ აჩვენა, იყო წარმოუდგენელი უნარი თავის დასაცავად, უბრალოდ, მათი სამხედრო უპირატესობა გუშინ საკმაოდ აღსანიშნავი იყო. ძალიან ცოტამ მიაღწია ისრაელის საჰაერო სივრცემდე და მიყენებული ზიანი იყო ძალიან მცირე. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ გვინდა ესკალაცია. უახლოესი საათები და დღეები ბევრ რამეს გვეტყვის“,– განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.

ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“. დღეს ირანში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია დასრულებულია.

ასევე იხილეთ