მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განსაზღვრული, ვინ არის ანგარიშვალდებული, რომ წარმოადგინოს ინფორმაცია დაფინანსების შესახებ
“ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განსაზღვრული, ვინ არის ანგარიშვალდებული, რომ წარმოადგინოს ერთგვარად ინფორმაცია დაფინანსების შესახებ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განსაზღვრული, ვინ არის ანგარიშვალდებული, რომ წარმოადგინოს ერთგვარად ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, ის ორგანიზაციები, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ უცხო ქვეყნიდან. სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა წესი. არის ქვეყნები, სადაც ინდივიდუალურად ფიზიკური პირების ანგარიშვალდებულებაზეც არის საუბარი. არის ქვეყანა, სადაც არის რაღაც მომენტში საელჩოებიც და ოფიციალური წარმომადგენლობები კი შეყვანილი იმ რეესტრებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.