“ირანის მიერ ომის გამოცხადების შემდეგ, ისრაელი ნებისმიერ ვარიანტს განიხილავს”, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის ომის გამოცხადება. ახლა, ჩვენ თავშეკავებულები ვართ, რადგან ვიცით შედეგები და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი. ჩვენ არ ვართ ომის მაძიებლები.
დროა, მსოფლიომ დაინახოს თეირანის ბოროტების იმპერია, დაინახოს და ნათლად განუცხადოს ირანის რეჟიმს, რომ ეს ისე არ ჩაივლის და ეს მიუღებელია“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.