top_leaderboard
left_sabechdi

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით თითქმის 350 რაკეტა იქნა გაშვებული

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით თითქმის 350 რაკეტა იქნა გაშვებული.

ირანს სურს რეგიონში ესკალაცია. აქამდე ის ცდილობდა მისი მარიონეტების მეშვეობით, თუმცა ახლა ნამდვილი სახე გამოავლინა. ირანის თავდასხმების დროსაც კი, არცერთი წუთი ჩვენ მხედველობიდან არ გამოგვრჩენია ჩვენი მისია ღაზაში, რომ გამოვიხსნათ ჩვენი მძევლები ირანის მარიონეტების, „ჰამასის“ ხელიდან. ჩვენი მორალური უფლებაა, რომ 133 მძევალი სახლებში დავაბრუნოთ“, – აცხადებს ჰაგარი ვიდეომიმართვაში.

ასევე იხილეთ