top_leaderboard

ვოლოდიმირ  ზელენსკი: რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ვითარება რთულია

“ბოლო დღეებში რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ვითარება გართულდა”,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ  ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით,  სიტუაცია რთულია განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით. ამასთან, პრეზიდენტმა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც იცავს პოზიციებს და ანადგურებს რუსებს, მადლობა გადაუხადა.

„ამ კვირაში განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, 68-ე ბრიგადა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 148-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადა – მათი ჯარისკაცები ყოველთვის წარმატებულები არიან!“ – დასძინა ზელენსკიმ.

 

 

ასევე იხილეთ