top_leaderboard

ანტონიუ გუტერეში: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, დიდი სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

“ახლა მაქსიმალური თავშეკავების დროა. რეგიონში მცხოვრები ხალხი სერიოზული, დამანგრეველი კონფლიქტის საშიშროების წინაშე დგას. ახლა განმუხტვისა და დეესკალაციის დროა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, დიდი სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს რამდენიმე ფრონტზე ახლო აღმოსავლეთში”,– ამბობს გუტერეში.

როგორც გუტერეში აცხადებს, გაეროსა და მის წევრ ქვეყნებს აქვთ საერთო პასუხისმგებლობა, რომ ჩაერთონ შემდეგი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. გაერო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით დრონებისა და რაკეტების გაშვების შემდეგ, გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა.

ასევე იხილეთ