leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე: საზოგადოება ყველაფერს ნახავს თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მიქანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტზე იქნება ყველაფრის განხილვა, რასაც საზოგადოება ნახავს და თავად გამოიტანს დასკვნებს.

„კომიტეტზე გვექნება ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს მარტივად თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს. აბსოლუტურად ჯანსაღ, ჩვეულებრივ გარემოში უნდა წარიმართოს დებატები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ასევე იხილეთ