top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: გაუმჭვირვალობის ერთადერთი შავი ხვრელი არის იქ, რომელსაც ეს კანონი ეხება

გაუმჭვირვალობის ერთადერთი შავი ხვრელი არის იქ, რომელსაც ეს კანონი ეხება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომლითაც ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკებს გამოეხმაურა.

„მოდით მივიყვანოთ იმ სტანდარტამდე. ღარიბაშვილს ჰქონდა ვალდებულება, შეევსო დეკლარაცია და შეავსო დეკლარაცია. შეავსონ ენჯეო და მედია სექტორის წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა და გავათანაბროთ მდგომარეობა. ერთადერთი შავი ხვრელია, სადაც ვერაფერს ვიგებთ. თქვენ შავ ხვრელს საქართველოსთან მიმართებით იყენებდით და ჩვენ, უნდა ვთქვათ, რომ გაუმჭვირვალობის ერთადერთი შავი ხვრელი არის იქ, რომელსაც ეხება ეს კანონი. აი, პასუხი, რადგან გინდოდათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ