top_leaderboard

ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს: არ გაჩერებულხართ, ყვირით. მესმის, რომ ძალიან მწარეა თქვენთვის სიმართლის მოსმენა. გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დასვათ შეკითხვა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა.

„არ გაჩერებულხართ, ყვირით. მესმის, რომ ძალიან მწარეა თქვენთვის სიმართლის მოსმენა. ამიტომ, გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დასვათ შეკითხვა. თუ ამას არ აკეთებთ, ეს არის უკანასკნელი გაფრთხილება, სხვა წესი არ არსებობს“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს.

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე მან პარლამენტარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები გააცნო.

ასევე იხილეთ