top_leaderboard

მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს: ზოგადად, თქვენი რეჟიმი რომ მკვლელი რეჟიმი იყო, ახლაც გეძახით

„პირობითად, მე რომ ვთქვა და დაგაბრალოთ, ხატია დეკანოიძე არის მკვლელი და რომ მითხრან, რატომაა მკვლელი, ერთი მინიშნება მაინც მომეცით და მე რომ ვუთხრა, გამოიძიეთ კაცო, არის თუ არა მკვლელი, მე რას მეკითხებით, გამოიძიეთ, ეს არ არის სწორი მიდგომა და თუ სწორი მიდგომაა, მითხარით, კი ბატონო”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის კითხვას.

მისი თქმით, ერთი მტკიცებულებაც კი, ისეთი მძლავრი ინსტიტუტების პატრონ აშშ-ს, მეგობარ ქვეყანას, არ გამოუგზავნია ჯერ არავის მიმართ, რომელიც დაადასტურებდა სანქცირების საფუძვლებს.

„ჩვენ ვუთხარით, მოუხსენით სანქციები, მათ გვითხრეს გამოიძიეთო. გამოძიების საფუძველი რაღაც ხომ უნდა იყოს. მაგალითად, მე ვამბობ, რომ ხატია არის მკვლელი, ან ყაჩაღია, რაღაც ელემენტარული ხომ უნდა დავადასტურო? ასე უბრალოდ, გამოიძიეთ და თუ არ არის მკვლელი, არ იქნება მკვლელი, ასე უნდა ვილაპარაკოთ? ვინმე ფიქრობს, რომ სწორია ეს მიდგომა?“, – ბმამუკა მდინარაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე მან პარლამენტარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები გააცნო.

ასევე იხილეთ