დავით ქართველიშვილი: მარიონეტებო, აგენტებო და მათი საერთაშორისო მედროვე პატრონებო! დასრულდება თქვენი დრო! ამერიკაშიც და ევროპაშიც! დღეს თქვენი დრო სრულდება აქ – საქართველოში! შეეგუეთ ამას!
„ეროვნულ ნალექში გადავარდება ყველა ის მონა და ლაქია, ვისი წარმომადგენელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ პარლამენტში“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს.
დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, აუცილებლად გახდება ღირსეული ევროკავშირის წევრი საკუთარი ღირსებით.
„საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას. ევროკავშირი აუცილებლად გამოვა „გლობალური ომის პარტიის“ ტყვეობიდან. ევროკავშირი აუცილებლად გათავისუფლდება „გოპ”-ნიკების მონობასა და ვასალობიდან. საქართველო აუცილებლად გახდება ღირსეული ევროკავშირის წევრი საკუთარი ღირსებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღარ იყოს თვით ევროკავშირი, მაგრამ საქართველო აუცილებლად იქნება. ქართველობა, დაფუძნებული მართლმადიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, ოჯახურ ტრადიციულობაზე, აუცილებლად გადარჩება. ეროვნულ ნალექში გადავარდება ყველა ის მონა და ლაქია, ვისი წარმომადგენელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ პარლამენტში. ხვალ ჩინეთის შუამდგომლობით რუსეთთან რომ დაგვჭირდეს მოლაპარაკების დაწყება სოხუმისა და ცხინვალის თაობაზე, მერე ნახეთ მათი კივილი! არა – რუსულ საქართველოს! ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ და ევროპამ მილიარდები გააკეთა ამ ორ წელიწადში აგრესორ რუსეთთან ვაჭრობით! როდესაც ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენას ოლაფ შოლცის გერმანიის კომპანიები ახორციელებენ რუსეთის სასარგებლოდ! ჩვენ რა გვსურს ამ ღვთივკურთხეული საქართველოსთვის? უფალსა და ღვთისმშობლის წილხვდომილობაში გაბრწყინებული საქართველოს თავისუფლება ყველასგან, მამაზეციერის გარდა, თუ ამ მედროვე მონებისა და ვასალების კოლონიად ჩამოყალიბება? სადაც კლავენ და ვერც კლავენ საქართველოს წარსულს, აწმყოსა თუ მომავალს? რას და ვის აშინებენ? მარიონეტებო, აგენტებო და მათი საერთაშორისო მედროვე პატრონებო! დასრულდება თქვენი დრო! ამერიკაშიც და ევროპაშიც! დღეს თქვენი დრო სრულდება აქ – საქართველოში! შეეგუეთ ამას!“ – წერს დავით ქართველიშვილი.