მამუკა მდინარაძე თეონა აქუბარდიას: ეკლესიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვს, იცით რატომ? არ გვაქვს გამჭვირვალობის კანონი
„რიგ შემთხვევებში და ძალიან ბევრ შემთხვევაში ფერმერებზე რომ ვსაუბრობდით, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების დახმარებაზე, ასეთი გრანტები ეხმარება ჩვენს სახელმწიფოს და აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ ინტერესებთან. მაგრამ ის გრანტები, რომლის უკანაც დგას პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის უცხოური ინტერესი, რომელიც არ ემთხვევა ქართულ ინტერესს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას უპასუხა.
„ეკლესიის წინააღმდეგ რომ იბრძვიან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაქვს, იცით რატომ? არ ვიცით ვინ აფინანსებს. გამჭვირვალობის კანონი არ მუშაობს ქვეყანაში და თქვენ რომ დოკუმენტს მთხოვთ, ის დოკუმენტი არ გვაქვს იმიტომ, რომ არ გვაქვს გამჭვირვალობის კანონი. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობა არ ყოფს მტრულ და მეგობრულ სახელმწიფოებად არცერთ ქვეყანას, ისევე, როგორც ამას არ აკეთებს აშშ. რომ მეუბნებიან 30-იან წლებშია მიღებულიო, დღესაც ხომ მუშაობს ხალხო?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.