ბათუმის ბულვარში, ორ ლოკაციაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა დასრულდა.
ფიტნეს ზონაში ახალი ტიპის, სხვადასხვა დატვირთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შშმ პირებზე ადაპტირებული ინვენტარი დამონტაჟდა, რომლითაც სარგებლობას მოყვარულებთან ერთად პროფესიონალი სპორტსმენებიც შეძლებენ.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რაც მოიცავს ძველი ინვენტარის ახლით ჩანაცვლებას და სპორტული სივრცეების სრულად კეთილმოწყობას. პროექტი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და ვიზიტორების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას გამართულ სპორტულ სერვისებზე.