“რომ ჰკითხოთ, არა ყოველგვარ ძალადობასო, ტრანსგენდერს გული არ უნდა ვატკინოთო, ახალ წელს ცხოველები ხმაურით არ უნდა შევაწუხოთო და საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ „მათიანმა“ იძალადა, უფასო ადვოკატად დაუდგება იმ წუთშივე თითოეული მათგანი” – ზვიად ავალიანი ლიბერალ-ფაშისტებს ამხელს
პოლიტოლოგი და ტელეწამყვანი ზვიად ავალიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ფსევდოლიბერალებს ამხელს.
“ასეთ მომენტებში ყველაზე კარგად ჩანს, რომ ჩვენი ლიბერალები რეალურად ლიბერალ-ფაშისტები არიან.
რომ ჰკითხო არა ყოველგვარ ძალადობასო, ტრანსგენდერს გული არ უნდა ვატკინოთო, ახალ წელს ცხოველები ხმაურით არ უნდა შევაწუხოთო, ქათმის ხორცი არ უნდა შევჭამოთო, კვერცხი არ უნდა გავტეხოთო და საქმე საქმეზე რომ მიდგება, თუ “მათიანმა” იძალადა, უფასო ადვოკატად დაუდგება იმ წუთშივე თითოეული მათგანი.
სინამდვილეში ისინი ძალადობის წინააღმდეგნი კი არ არიან, უბრალოდ თვითონ ითხოვენ მონოპოლიას ძალადობაზე. მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, იძალადონ. იმიტომ, რომ “პრადვინუტები” და “პროდასავლელები” არან.
ესაა სულ მათი ფილოსოფია“, – წერს ავალიანი.