„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.
ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შედეგია საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა.
დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის.
თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.