leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის ტრიბუნაზე!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ალეკო ელისაშვილმა არა მხოლოდ პარლამენტი შეურაცხყო, არამედ, ყველანაირად არასწორი საქციელი ჩაიდინა.

ის, რაც ელისაშვილმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფოს, დარბაზში მყოფთ და ტელემაყურებელს აკადრა, მიუტევებელია ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის და, მით უმეტეს, დეპუტატისთვის.

ეს არ იყო მხოლოდ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის ტრიბუნაზე!

ეს იყო თავდასხმა სახელმწიფოზე, რადგან პარლამენტის წევრი უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია!

წუხილი იმაზე, რომ ელისაშვილი პარლამენტში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, უსაფუძვლოა: ემოციურად არამდგრადი და უკიდურესად მიკერძოებული ინდივიდების გარდა, არავინ მოიწონა და არავინ მოიწონებს მიპარვით (და ეს მიპარვა იყო!) თავდასხმას ნებისმიერ ადამიანზე. შინაგანად არც იმ ინდივიდებს მოსწონთ, რადგან მათი ახლობლების, მეგობრების თუ თანამოაზრეების მიმართ ასე მოქცევას გამართლებას ისინიც ვერ მოუძებნიან.

ეს სტანდარტი ვერ დამკვიდრდება იმიტომაც, რომ საქართველოში ბავშვებს შაკლებად არ ზრდიან!

ელისაშვილი უღირსად მოიქცა და პარლამენტიც უნდა დატოვოს და პოლიტიკასაც თავი დაანებოს!

P. S. დაბოლოს: ის ფაქტი, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, თავდასხმიდან მალევე სხდომა განაახლა და მამუკა მდინარაძე კვლავ ტრიბუნას დაუბრუნდა, უთუოდ დადებითად უნდა შეფასდეს.

P. P. S. კიდევ ერთიც: ოპოზიციონერი დეპუტატების გაოგნებული სახეები ადასტურებდა, რომ მათ მომენტალურად გაიაზრეს, რა მოხდა და რა მოხდება“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ