leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა დავითულიანი: ვერ იპოვა როლი ამ პროცესში ალეკო ელისაშვილმა, მიეპარა და ჩუმად დაარტყა ხელი იმიტომ, რომ ჩასულიყო მიტინგზე და ეს მიტინგი მოერგო, ვითომ რამეს წარმოადგენს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს მედიასთან აფასებს.

„ვერ იპოვა ამ პროცესში როლი ალეკო ელისაშვილმა, მიეპარა და ჩუმად დაარტყა ხელი იმიტომ, რომ ჩასულიყო მიტინგზე და ეს მიტინგი მოერგო, ვითომ რამეს წარმოადგენს“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე იხილეთ