leaderboard_below_slide
left_sabechdi

დემოკრატიას სჭირდება არგუმენტები და კომპრომისები და არა მუშტები – დიპლომატიური კორპუსი პოლიტიკაში ძალადობს გმობს

დიპლომატიური კორპუსი პოლიტიკაში ძალადობს გმობს.

გერმანიის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ დემოკრატიას სჭირდება არგუმენტები და კომპრომისები და არა მუშტები.

ძალადობას გაემიჯნა საქართველოში ისრაელის საელჩო და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. „ძალადობა არასდროს არის პასუხი!“, – წერს ისრაელის საელჩო.

პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების და ძალადობის ფაქტს ასევე, გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. საელჩო სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე წერს: „ძალადობის ადგილი არ არის პოლიტიკაში“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე იხილეთ