top_leaderboard

აქციის მონაწილეები, რომლებსაც წინ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ლევან ხაბეიშვილი მიუძღვებიან, პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან მობილიზებული. მათი სურვილია ალყა შემოარტყან საკანონმდებლო ორგანოს, სწორედ ეს მოწოდება გაისმა აქციაზე. ამის შემდეგ აქტივისტები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, დაიძრნენ ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, თუმცა ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

პოლიციას აქვს ერთგვარი კორდონი გავლებული და მოქალაქეებს სურთ, რომ გაარღვიონ კორდონი, რათა ალყა შემოარტყან პარლამენტს. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათი სათქმელია ის, რომ უნდათ საკუთარი ხმა გააგონონ დეპუტატებს, რომლებიც ახლა პარლამენტში იმყოფებიან.

აქციაზე არიან ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის ოპოზიციონერი პარლამენტარები. იქ იმყოფებიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ლევან ხაბეიშვილი და სწორედ ისინი მიუძღვიან წინ ამ პროცესს და ცდილობენ, გაარღვიონ პოლიციის კორდონი.

ასევე იხილეთ