top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ვნახეთ შეკვეთილი პროვოკაციაც, ქურდული მიპარვაც და რაღაც ხელების ქნევაც. არცერთი პასუხი ან არგუმენტი კითხვაზე – რა არის რუსული ან ცუდი, რეალურად, ჩვენ არ მიგვიღია

„მთელი დღის საერთო ამბავი არის ის, რომ არცერთი პასუხი ან არგუმენტი კითხვაზე – რა არის რუსული ან ცუდი, რეალურად, ჩვენ არ მიგვიღია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა ლაპარაკობდა ზოგადად, შინაარსი, პარტნიორები გეუბნებიან. უამრავი არგუმენტი იყო, გარდა რეალური არგუმენტისა, რატომ არის თავად კანონი ცუდი. რომელი მუხლი, რომელი პუნქტი. არცერთ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. მე შევეცადე ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა და საზოგადოებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში მიმეწოდებინა სრული, ამომწურავი ინფორმაცია. ვნახეთ დაგეგმილი, შეკვეთილი პროვოკაციაც, ვნახეთ ქურდული მიპარვაც და რაღაც ხელების ქნევაც, ეს სიბინძურეები ვნახეთ, მაგრამ მთავარია მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საზოგადოება, ვინც რეალურად დაინტერესებული იყო გაეგო ამბავი ეს კანონი მართლაც რუსული ხომ არ არის, ვეხვეწებოდი მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა ჩვენს ოპონენტს, ენჯეოს ყველა წარმომადგენელს, რომ ერთი რაიმე არგუმენტი ეთქვათ იმასტან დაკავშირებით, რა არის ისეთი, რაც ქართულ და რუსულ კანონებს ერთმანეთს ამსგავსებს და ეს არ არის სხვაგან. არცერთი ასეთი პუნქტი მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ქარდების დონეზეც ჩავედით, მაგრამ ყველა ანალოგიასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა ანალოგიასთან დაკავშირებით ჩემი განმარტებები გავაკეთე. არცერთ მათგანზე საპირისპირო არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. შესაბამისად ამისა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ატყუებენ ახალგაზრდებს, ისინი ატყუებენ საზოგადოებას და ცდილობენ, რომ საზოგადოების მღელვარება გამოიწვიონ ხელოვნურად, რეალურად საუკუნის აფიორით, რომელსაც შარშანაც და წელსაც ჰქვია რუსული კანონი და სინამდვილეში ეს არის გამჭვირვალობის კანონი და მათი ბრძოლა შავი ფულისათვის“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ