მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილზე: ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს, ასეთი მიპარვით, ქურდულად, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე ამაზრზენია
„ასეთი არაკაცური არაფერი მინახავს, ასეთი მიპარვით, ქურდული, ასეთი ლაჩრული მიპარვა ადამიანზე, ამაზრზენია. მგონია, ერთადერთი რამაც გააბედვინა, ეს იყო, რომ თითქოს პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება აქვს ადამიანს, თორემ გუშინ არ გავუცნივარ და ამას ვერ გაბედავდა ნამდვილად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ არსებული დაკვეთა ვერ შეასრულა სხვამ და შეასრულა ალეკო ელისაშვილმა.
„რას ვიზამთ, პოლიტიკოსებს რაღაცების ატანა გვიწევს. მე მტკიცებულებაც გავახმოვანე რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენლებმა იციან ეს მესიჯი დეტალურად, როგორ მოდიოდა პირადად ჩემზე მსგავსი დაკვეთა, რომელიც ვერ შეასრულა სხვამ და შეასრულა ალეკო ელისაშვილმა. მტკიცებულებაა ამისი. ალბათ, არ ეგონა თუ ჩემთან ასეთი მესიჯი იქნებოდა მოწერილი. ვინ გადაუხადა ახლა თვითონ ილაპარაკოს ამაზე, თორემ ამ კაცს არაფერი პატრიოტული, ისეთი, გულისამაჩუყებელი თვითონ რომ უჩუყდება ხოლმე გული და ძალით ვაჟკაცობს, ასეთი არ გააჩნია, უკვე ვნახეთ ყველამ. ასეთი ლაჩრული საქციელი ალბათ, კაცს ვერ წარმოუდგენია ვერც ერთს დედამიწის ზურგზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.