top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობამ რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

„ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობამ რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად უარგუმენტოდ გრძელდება იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია.

„სხვა არგუმენტი არ არსებობს და საქართველოს მოსახლეობას აშინებენ, ცდილობენ დააშანტაჟონ ქართველები, თითქოს კანდიდატის სტატუსს წაართმევენ საქართველოს, თითქოს ხვალ ვხდებით ევროკავშირის წევრები და ეს კანონი უშლის ხელს წევრობას და აბსოლუტურად უარგუმენტოდ აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ თურმე გამჭვირვალობა არაევროპული ყოფილა. მთელი დღე ამას ვისმენთ, თუმცა ვერცერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობამ რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რატომ შეიძლება იყოს ის ევროპულის წინააღმდეგ. გვესმის მხოლოდ ის, რომ ეს ვიღაცას არ მოსწონს. დღესაც იყო პრემიერის შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, იცით რომ ეს კარი ღიაა და თუკი არსებობს კითხვები კანონპროექტთან დაკავშირებით, თუკი არსებობს კითხვები კანონის მიზნებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამაზე დისკუსია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ