top_leaderboard

გოგა ხაინდრავა: დღეს პათოლოგიური სიცრუის მომსწრენი ვიყავით – სააკაშვილისთვის, სამადაშვილისთვის, ნაცვლიშვილისთვის, დეკანოიძისთვის საქართველო არა მათი ქვეყანა, არამედ ასპარეზია

„ეს არ არის პროტესტი, ეს არის ფარსი. ეს არის ელისაშვილის ფარსი, რაც გავლილი გვაქვს ბევრჯერ. არაფრის მაქნისები არიან, გვარამიას, ან ელისაშვილის მოწყობილ გადატრიალებას რა ვუთხარი”, – ასე აფასებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამჭვირვალობის კანონპროექტის ირგვლივ დღეს განვითარებულ პროცესებს.

როგორც გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მართალია.

„ეს პირველ რიგში კრახია ამ ფსევდოდასავლური ღირებულებების. მე მაგალითად ელჩების ადგილას ქართველ ხალხთან გამოჩენა შემრცხვებოდა, რადგან ეს არის სამარცხვინო რაც ხდება. ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება. უგუნურების გაერთიანება უდგას ამას სათავეში. რაც ელისაშვილმა გააკეთა და რაც ახლა ხდება, ეს მხოლოდ მათ საწინააღმდეგოდაა და ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის ცამდე მართალი იმაში, რასაც ითხოვს. დღეს პათოლოგიური სიცრუის მომსწრენი ვიყავით; ეს რას ვუყურეთ, რა ხდებოდა იქ? [იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე] 9 საათის განმავლობაში კიოდნენ. როგორც ამ ელჩებმა არ იციან საქართველო, ისე ამათ არ იციან, ეს მათი ქვეყანა არაა, მათთვის – სააკაშვილისთვის, სამადაშვილისთვის, ნაცვლიშვილისთვის, დეკანოიძისთვის ასპარეზია“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ასევე იხილეთ