პროდიუსერი, ბაკურ ბაკურაძე ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს გადაცემა „იმედი LIVE“-ში აფასებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო დაფინანსებული პროვოკაცია. ან რა კაცობით, ან რა ფორმით, ამის შეფასებას არ გავაკეთებ“, – აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობდა. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.