top_leaderboard

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკურ დებატებს პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდება.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რეგლამენტის მიხედვით, სხდომა 21:00 საათზე უნდა დასრულდეს, რის გამოც, სხვადასხვა ფრაქციისა თუ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის გამოსვლები ხვალინდელ სხდომაზე გაგრძელდება.

„კოლეგებო, საკითხი ამოწურული არ არის, ვინაიდან ხვალინდელ დღეზე გადადის. ხვალ „ლელო“, „რეფორმების ჯგუფი“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ და უმრავლესობის გამოსვლებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

17 აპრილის სხდომა 12:00 საათზე განახლდება. მანამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება.

ასევე იხილეთ