მარინა ლობჟანიძე: რანაირად შეიძლება იყოს კანონი რუსული, რომელსაც იღებს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის მიერ არჩეული პარლამენტი და არის ლეგიტიმური მთავრობა?!
„კი, ბატონო, გამოსულია ხალხი, რომელიც აპროტესტებს კანონპროექტს, ზოგი გულწრფელად, ზოგი რაღაცის გამო, ზოგი ისე, როგორც ცისფერ მთებშია – არის მეორე ნახევარიც, რომელიც სხვანაირად ფიქრობს ამაზე და ის ნახევარი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, რატომ არ არის ასეთი აგრესიული?” – ამის შესახებ მუსიკის ექსპერტმა, „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, მარინა ლობჟანიძემ „იმედი Live-ში“ განაცხადა.
„რანაირად შეიძლება იყოს კანონი რუსული, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც არჩეულია საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის მიერ და არის ლეგიტიმური მთავრობა?! რასაკვირველია, ბედნიერებაა, რომ არსებობს ბევრნაირი მოსაზრება, სხვადასხვა ხედვა ამა თუ იმ საკითხზე. კიდევ კარგი არსებობს. იყო დრო, როდესაც არ არსებობდა, ან თუ არსებობდა, რა ხდებოდა, გვახსოვს. განსხვავებული აზრი უნდა იყოს, მაგრამ რატომ დავკარგეთ ბერკეტი ნორმალური ურთიერთობის?! კი, ბატონო, გამოსულია ხალხი, რომელიც აპროტესტებს, ზოგი გულწრფელად, ნამდვილად, ეჭვი არ მეპარება. ზოგი აპროტესტებს რაღაცის გამო, ზოგი ისე, როგორც „ცისფერ მთებშია“, ანუ იყვირეთ და ვიყვირებ მეც. არის მეორე ნახევარი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს და ის ნახევარი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, რატომ არ არის ასეთი აგრესიული? ამ კითხვას ვსვამ მე, მუსიკოსი, რომელიც წლებია, ვარ პედაგოგი, ვარ დედაც, ლექტორიც და ვუყურებ ამ მოვლენებს“, – აღნიშნა ლობჟანიძე.