top_leaderboard

ბექა ოდიშარია: ჩვენ ირგვლივ არის ძალიან ბევრი სახიფათო გამოწვევა, რომლებსაც სჭირდება პრევენცია, პრევენცია კი კანონით უნდა მოხდეს

„ჩვენ ირგვლივ არის ძალიან ბევრი სახიფათო გამოწვევა, რომლებსაც სჭირდება პრევენცია, პრევენცია კი კანონით უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მე კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა გამოწვევები არსებობს. არის რელიგიური ექსტრემიზმი, ასევე, ჩვენ ირგვლივ არის ძალიან ბევრი სახიფათო გამოწვევა, რომლებსაც სჭირდება პრევენცია, პრევენცია კი კანონით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გაწეული თანადგომისთვის ყველა მეგობარი ქვეყნის მადლიერია.

„ქართველები უმადურები არასოდეს ვყოფილვართ. ამერიკის შეერთებული შტატების ამ 34-წლიანი ამაგის, ყველა განხორციელებული ძალისხმევის მადლიერი იქნება საქართველო ყოველთვის, ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნების და ნებისმიერი სხვა ქვეყნის, რომელიც გვერდით ედგა საქართველოს. ეხლა ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ვითომ, ეს კანონი ვინმეს შერაცხავს მტრებად, აგენტებად, მოღალატეებად. ეს საერთოდ არსად წერია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ასევე იხილეთ