leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: ხლისტებო, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

🔸

გეტყვით პირდაპირ: ორი დღეა, მამუკა მდინარაძის გაძლებისა მშურს!
მშურს და მიკვირს, როგორ შეუძლია ადამიანს, თითქმის ორმოცდარვა საათის განმავლობაში იდგეს ტრიბუნასთან და ზოგიერთი იდიოტის(!!!) გასაგონად ერთი და იმავეს იმეორებდეს ათასგზის.
🔸
ისე, ამ ზოგ-ზოგიერთი იდიოტისაც მშურს.
ფეხებზე კიდიათ სიმართლეც და ტყუილიც. გაფუჭებული ფირსაკრავივით ატრიალებენ, რაც ენაზე მოადგებათ და არად დაგიდევენ ქართველი ხალხის აზრს.
🔸
მათ მსგავსად, მათივე სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენ და გეტყვით: მეც არ შევდივარ ახლა მათი ბოდვების შინაარსში და მარტივად ვამბობ – სააკაშვილისა და მერაბიშვილის მონებო, ვერ გადაატრიალებთ ამ ქვეყანას ისე, როგორც 2003 წლის ნოემბერში შეძელით!
▪️ ვეღარ ჩააბარებთ ქართულ ჯარს კეზერაშვილსა და ახალაიას!
▪️ ვეღარ გაყიდით ბენდუქიძის მსგავსად ყველაფერს, სინდისის ჩათვლით!
(რაც აღარა გაქვთ, რას გაყიდით?!)
▪️ ვეღარ გაავსებთ ციხეებს ათეულათასობით პატიმრით და ვერც ათეულათასობით პრობაციონერი გეყოლებათ!
▪️ ვეღარ გაუკეთებს გიგი უგულავა დუნდულების ოპერაციებს ვერავის ხალხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე!
▪️ ვეღარ დაბრუნდება თვალის პაჭუნით გახარია პრემიერის სავარძელში!
▪️ ვეღარ დასცინებს დაპატიმრებულ ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილე თაკო სალაყაიას ქმარი ვანო მერაბიშვილი!
▪️ ვეღარ დაიბარებს შუაღამისას ადეიშვილის პროკურატურა ბიზნესმენებს და ქონებას ვეღარ “აახევს”!
▪️ ვეღარ იმღერებენ ომში დაღუპული საჯიშე ბიჭების დაკრძალვის დღეს რუსთაველზე სააკაშვილის ხელისხელსაგოგმანები “პრიმადონები”!
ვეღარ!
ვეღარ!
იმიტომ, რომ!
ხაბეიშვილისა და გვარამიას მხარდამჭერი სექტანტების გასაგონად ვწერ: რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!
🔸
დღეს სხვა საქართველოს საძირკველს ყრის ქართველი ერი!
დიახ, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს მომავალს ვქმნით!
🔸
უცხო ქვეყნების პარლამენტარებისა და სენატორების დაკრულზე მოცეკვავე ხელისუფლება არ ჰყავს დღეს საქართველოს და იმიტომ!
🔸
ერთიცაა: მშურს იმ ადამიანების, ყოველგვარი ცენზურის დაცვის გარეშე დამსახურებულად რომ აგინებენ არაკაცურად, მიპარვით ხელის მომქნევ ელისაშვილს!
🔸
ორი დღეა, სრულ საგიჟეთს ვუყურებ!
და სიმართლე გითხრათ, ერთადერთი სიტყვა მადგება პირზე დნმ (დაშლილი ნაციონალური მოძრაობა)-ისა და “მერაბ კოსტავას მუშტი მოუქნია”-ს პარტიის წევრების შემხედვარე: დ ა ვ ი ღ ა ლ ე!
▪️ დიახ, დავიღალე ხაზარაძის ნაძირლობის ყურებითა და მისი მჩხავანა კატების მოსმენით!
▪️ დიახ, დავიღალე გვარამია-მელიას “დონ კიხოტობითა და სანჩოობით”!
▪️ დიახ, დავიღალე ვინმე ბოკუჩავა-ნაცვლიშვილისა და ვიღაც სამადაშვილის წიოკის მოსმენით!
▪️ დაიღალა ქართველი საზოგადოება სააკაშვილის რაციონზე საუბრითა და კუჭში გასვლის საათების ქრონომეტრაჟით!
▪️ დაიღალა ხალხი ყალბი გმირების ისტორიებისა და ბერბიჭაშვილ-ყორღანაშვილების ოცდაოთხსაათიანი პიარით!
🔸 ერთი, რაშიც ბრმად და ხმისამოუღებლად ვეთანხმები ერთ-ერთ მომიტინგეს, მის მიერ გაშლილ ტრანსპარანტზეც ნათლად იკითხება: “გადადგეს ნაძირალა სააკაშვილი!”
პრინციპში, დღევანდელობის გათვალისწინებით, სულერთია, ქაღალდზე სააკაშვილს ამოიკითხავს ზოგი თქვენგანი და ზურაბიშვილს იგულისხმებს, – თუ პირიქით.
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
▪️ ერთსაც გეტყვით: წითლიძის, კიკუხაბეიშვილისა და ჭიჭევაშაძის სახელობის ოპოზიციას გუბაზ სანიკიძის ფანკლუბი ნამდვილად ჯობს.
ის მაინც ვიცით, მილიონის მსურველი სანიკიძისათვის რამდენი კიკუს თუმანია საკმარისი…
დანარჩენი – ლირიკაა…
ასევე იხილეთ