top_leaderboard

„ქრონიკის“ ჟურნალისტს რატი მეტრეველს აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფების მიმართ „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი ისევ აგრესიულია და თავდასხმებს განაგრძობს.

რამდენიმე წუთის წინ „ქრონიკის“ ჟურნალისტს რატი მეტრეველს აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს. ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

ასევე იხილეთ