მაკა ბოჭორიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას
„აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.
„იმავე საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს ევროკავშირშიც და ევროკავშირი წევრი ქვეყნები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საკუთარი მოქალაქეების დაცულობის გარანტიებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.