leaderboard_below_slide
left_sabechdi

პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი: თუ კანონს არ მივიღებთ, თუ აგენტურა ომში ჩაგვითრევს, ომში ჩათრეულ ქვეყანას არსად არ მიიღებენ – არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალობის კანონს და კი ევროინტეგრაციას

„თუ კანონს არ მივიღებთ, თუ აგენტურა ომში ჩაგვითრევს, ომში ჩათრეულ ქვეყანას არსად არ მიიღებენ.  არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალობის კანონს და კი ევროინტეგრაციას“, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, ევროპის საკითხი კი არ დგას დღეს, საკითხი დგას აგენტურის და ომში ჩათრევის საკითხი.

მისივე თქმით, თუ სუვერენულობას დაკარგავ, თუ გარედან მართვაზე გადაგიყვანეს, გამოგიყენებენ ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ. დღეს კი ყველაზე მეტად სჭირდებათ ჯარისკაცები.

„ვინმე რომ გკითხავთ, ევროკავშირში შესვლა გინდათ თუ არაო, უპასუხეთ ის, რასაც ფიქრობთ, რომ გინდათ. სწორედ მაგიტომ გვჭირდება გამჭვირვალობის კანონის მიღება.  თუ კანონს არ მივიღებთ, თუ აგენტურა ომში ჩაგვითრევს, ომში ჩათრეულ ქვეყანას არსად არ მიიღებენ.

არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალობის კანონს და კი ევროინტეგრაციას.

ევროპის საკითხი კი არ დგას დღეს, საკითხი დგას აგენტურის და ომში ჩათრევის საკითხი. თუ სუვერენულობას დაკარგავ, თუ გარედან მართვაზე გადაგიყვანეს, გამოგიყენებენ

ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ. დღეს კი ყველაზე მეტად სჭირდებათ ჯარისკაცები.

არ უნდა გაბითურდე და არავის არ უნდა გამოაყენებინო თავო. თორემ ევროკავშირი კი არა,  ჩვარივით გადაგაგდებენ“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

 

ასევე იხილეთ