leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: „გამჭვირვალობის კანონპროექტი“, რომელიც ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგან ეს მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნებაა

ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე, ის, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომელიც რეალურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თუ უცხოელებმა უნდა განსაზღვრონ, საქართველოში რა კანონები მიიღებოდეს, მაშინ აზრს კარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა. ექსპერტი სვამს კითხვას, თუ რადიკალების ზღვარგადასული საქციელი, როგორიცაა, მაგალითად “იმედის” ჟურნალისტებზე თავდასხმა ევროპულია, ხოლო კანონი, რომელიც ფინანსების გამჭვირვალობას ეხება, რატომ არის რუსული.

ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე, ის, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომელიც რეალურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება. თუ უცხოელებმა უნდა განგვისაზღვრონ, რა სახის კანონები უნდა მივიღოთ, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჯარი, პოლიცია, უშიშროება, ადგნენ და უცხოელებმა მიხედონ ამ საქმეებსაც, მოსამართლეების დადგენას ისედაც გვპირდებოდნენ. რაც შეეხება მთავრობას, NGO-ები ისედაც ტექნიკურ მთავრობას გვპირდებოდნენ. მაგალითად, ტელეკომპანია იმედს ნაცები თავს ესხმოდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ოპოზიციაში მყოფებიც თავს ესხმიან. ასეთი მარაზმის შექმნის მსურველებს მიაჩნიათ, რომ მათი ეს ზღვარს გადასული საქციელი თუ უსაქციელობა ევროპულია, ხოლო კანონი ფინანსების გამჭვირვალობას ეხება, ამიტომაცაა რუსული?! – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

ასევე იხილეთ