leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება

ამ NGO-ებს არასოდეს დაუგმიათ მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით.  უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არც ერთხელ არ დაუგმიათ არც ერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტად საქართველოს ქცევისკენ. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და აქაც არ ჩააგდებდნენ უხერხულ მდგომარეობაში საკუთარ დონორებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, NGO-ები არიან რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„NGO-ები არიან რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას ხომ ყველა ვხედავთ, იცით, როგორია მათი განცხადებები. ელემენტარულად რომ გადახედოთ ყველაზე მდიდარი NGO-ების ლიდერების „ფეისბუქ“ გვერდებს, თქვენ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოში. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ერთი მხრივ ითხოვდე დეპოლარიზაციას და მეორე მხრივ ითხოვდე პოლარიზაციას. ეს კითხვა ჩვენ მაგალითად პირდაპირ დავუსვით შესაბამის დიპლომატს, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ფონდთან, ეს არის ცნობილი EED, ევროპის დემოკრატიის ფონდი. პირდაპირ ხდებოდა პოლარიზაციის დაფინანსება და EED-ის თანხები არის მთლიანად გაუმჭვირვალე. 0 გამჭვირვალობა EED-ის ნაწილში. რა თქმა უნდა, ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. თავიდან დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალე შეიძლებოდა გამხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა გამჭვირვალობა დრემდე არ არის უზრუნველყოფილი. მე მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ