top_leaderboard

ავთანდილ ცინცაძე: სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში!

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

ჩვენი მომავალი ევროპაშია!

ამაში ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაც არის! მერწმუნეთ, კარგად ვიცი, რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ქვეყნის ღირსების და სახელის დაცვა!

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს გინდათ თურმე ევროპა და ჩვენ არა!

სწორედ ქართული ოცნების დამსახურებაა ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა!

სწორედ ქართული ოცნების პირობებში შევალთ ევროკავშირში!

რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი ევროპაშია! – წერს ავთანდილ ცინცაძე.

ასევე იხილეთ