leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ აბაშიძე: მაშინ, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ძალისხმევის შედეგია, სასაცილოც კია ოპოზიციის არგუმენტები, ხელისუფლება „რუსული“ კანონის მიღებაში დაადანაშაულოს

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე ოპოზიციის განცხადებებს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე სოციალური ქსელით ეხმაურება.

მაშინ, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ყველა ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობასთან ერთად „ქართული ოცნების“ თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია, ძალიან არადამაჯერებელი და სასაცილოც კია ოპოზიციის არგუმენტები, ხელისუფლება „რუსული“ კანონის მიღებაში დაადანაშაულოს.

კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედ ანალოგიურ კანონთან და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მათი ფინანსების გამჭვირვალობის დადგენას ემსახურება, მხოლოდ საბაბია შუღლის გაღვივებისა და ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი ძალებისთვის.

რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, ისინი გამუდმებით ცდილობენ ყალბი კამპანიით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. სწორედ ძალადობრივი დღის წესრიგის შემოტანის მცდელობაა პარლამენტში მომხდარი ძალადობისა და პარლამენტის წინ მედიაზე თავდასხმის აღმაშფოთებელი ფაქტები.

მჯერა ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერებისა და არსებულ ვითარებაში სწორი პოზიციის“, – წერს ზურაბ აბაშიძე.

 

ასევე იხილეთ