leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ღიმილისმომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან ევროპულობას

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები.

„გუშინ აქტიურობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, ეს მისი იდეა იყო, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი, მის ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ აპრავებდა ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან, გუშინ იდგა ამ აქციაზე. ეს არის უტიფრობის,  უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები – აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრუკებით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია, რომ ასეთმა იაფფასიანმა ტრუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს.

მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ასევე იხილეთ